ოლიმპიური თამშები
ოლიმპიური თამაშები — უძველესი და ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში.თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური
თამაშები
ითვლება
თანამედროვეობის
უმნიშვნელოვანეს
საერთაშორისო
კომპლექსურ
სპორტულ
შეჯიბრებად,
რომელიც
ხელს
უწყობს
მსოფლიოს
ახალაზრდობის
მეგობრობისა
და
ურთიერთთანამშრომლობის
განმტკიცებას,
მშვიდობასა
და
პროგრესს.
1894 წელს პარიზში საერთაშორისო კონგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების
ძირითადი
წესები
და
დებულებები
(ოლიმპიური
ქარტია).
ასევე
მიღებულ
იქნა
გადაწყვეტილება
ერთიანი
ხელმძღვანელი
ორგანოს
შექმნის
თაობაზე,
რომელსაც
ეწოდა
საერთაშორისო
ოლიმპიური
კომიტეტი
(სოკ).
თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თამაშები არ ჩატარდა
რაიმე
მიზეზის
გამო
(მაგალითად
ომის
გამო,
1916 წლის
VI თამაშები;
1940 წლის
XII თამაშები;
1944 წლის
XIII თამაშები).
1924 წლიდან სისტემატიურად ტარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად
მონაწილეობა
1908 წელს
მიიღეს.
თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯ. კონოლი (სამხტომი 13.7 მ, აშშ). მანდილოსნებმა
პირველად
მონაწილეობა
მიიღეს
1900 წელს
ჩოგბურთელთა
ტურნირში
და
პირველი
ქალი
ჩემპიონი
იყო
შ.
კუპერი
(დიდი
ბრიტანეთი).
ოლიმპიური ალამი პირველად აღიმართა 1914 წელს პარიზში თამაშების აღორძინების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ
ზეიმზე.
ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). ამ ემბლემის დევიზია „Citius, Altius, Fortius“ („უფრო სწრაფად,
უფრო
მაღლა,
უფრო
ძლიერ“).
Комментариев нет:
Отправить комментарий